კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შემოვიდა. თვითმფრინავი, რომელმაც ვაქცინა შემოიტანა, ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფოტოებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის "ფეისბუქგვერდი" აქვეყნებს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში თავდაპირველად "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.
"ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.