უფლებადამცველი ბაია პატარაია ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ომბუდსმენს მოუწოდებს, რომ ჩოგბურთელი მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენისგან დაიცვას.
"ესეა რა, ერთხელ რომ გაუვა მოძალადეს, ორჯერ რომ გაუვა, ღმერთად რომ დაისვამ მოძალადეს, მერე შემოგიტრიალდება და უარესად დაგარტყამს. ბასილაშვილმაც ასე ქნა, მხარდაჭერით გათამამებულმა საკუთარი მხარდაჭერთა არმია მთელ არასამთავრობო სექტორს მიუსია. "ოცნებასთან" შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი, დააბრალა არასამთავრობოებს და მთელი სპორტული აღტყინება ენჯეო სექტორის წინააღმდეგ მიმართა.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამაც ბედნიერად ჭამა ეს და საკუთარი გვერდი აქცია ენჯეოების სალანძღავ გვერდად. ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში. მოძალადის მხარეს ყოფნა არავის მოუტანს სიკეთეს, მითუმეტეს მოძალადის გაღმერთება და თაყვანისცემა. ღია აბაშიძე რომ ჭკადუა-ბასილაშვილს ტანდემს იცავს და ენჯეოებს თათხავს არც ეს არაა სიმპტომი? ამითიც ვერ ხვდებით რა ხდება?
პ.ს. მასე, სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის.
პ.ს.ს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში, ექსპერტიზები დევს, მოწმეთა ჩვენებები დევს, ვიდეო მასალაც დევს, სასამართლოს თუ არ უბრძანეს და სამართლიანად თუ ჩატარდა, ვიცით, რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი საქმე. დროის საკითხია. თუმცა ისეთ კომენტარებზეც მთაგავენ "ცოლის კიდევ ერთხელ ცემის უფლება მოიპოვა უკვე ბასილაშვილმაო", ჰო, ღლიცინებს ბედნიერი ერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე კიდე ერი?" - წერს ბაია პატარაია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ჩოგბურთელი მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენისგან დაიცვას.
როგორც ჭკადუა ამბობს, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი პოსტი დაიწერა და მოუწოდებს ნინო ლომჯარიას, ფაქტით დაინტერესდეს.
"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუცუირ უფლებას, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი არის მოძალადე.
მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართ გამოყნებეულია სიძულვილის ენა. ის, რომ ბრალდებულია არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება მიიღოს ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობა. ადამიანები, ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - აღნიშნა ჭკადუამ.