ავტორი:

"როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება?! ერთერთია, ვინც ქმნის თავისი სფეროს ეპოქას მსოფლიო მასშტაბით!" - რას იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი ბასილაშვილზე

"როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება?! ერთერთია, ვინც ქმნის თავისი სფეროს ეპოქას მსოფლიო მასშტაბით!" - რას იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი ბასილაშვილზე

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ რაჭველის ტრიუმფალურ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მეთქვა, თუ როგორ ვგულშემატკივრობ ჩემს გამორჩეულ სეხნიას და როგორ მახარებს ყოველი მისი წარმატება. მისგანაც უთბილესი გულშემატკივრობის სიტყვები მივიღე პასუხად. როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება და თან ასეთ რანგში. დღეს სპორტის ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი სახეობის საერთაშორისო სამყარო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენ ერს ყავს ასეთი ნიჭიერი და უმაღლესი კლასის პროფესიონალი, რომელიც ერთერთია, ვინც ქმნის თავისი სფეროს ეპოქას მსოფლიო მასშტაბით!

ვულოცავ ჩემს სამშობლოს ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და დაამარცხა.

მატჩი ორ სეტში 7:6(5), 6:2 დასრულდა.

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ბიძინას ნაცვლად გახარია - როგორ შეიცვალა დღემდე "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული "ფეისბუქგვერდის" სახელი?

"ისე, რომ გეკითხა, - როცა პოლიტიკიდან წავალ, ფერმერი გავხდებიო"  - რას წერს ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიაზე?