ავტორი:

"დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო... დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ საქართველოში არეულობის კერის შექმნის სურვილი რუსეთის ინტერესშია" - ექსპერტი

"დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო... დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ საქართველოში არეულობის კერის შექმნის სურვილი რუსეთის ინტერესშია" - ექსპერტი

ფოტოზე: კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ვიზიტის შემდეგ 12 მარტს საქართველოს უკვე მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ესტუმრა. რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, 14 მარტის დღის ბოლოსთვის, მხარეები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყო. კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზად განიხილებოდა პლებისციტის საკითხი. საინტერესოა, რომ დანიელსონი 14 მარტს უნდა გამგზავრებულიყო საქართველოდან, მაგრამ მან წასვლა ერთი დღით გადადო.

რატომ ვერ ახერხებენ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე და რა შედეგს მოიტანს ეს მოლაპარაკებები? - ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრება:

- მოლაპარაკებების პოზიტიურ ფინალს ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიშელის გუნდი ისეთ რამეს შესთავაზებდა მხარეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, რაც მათ ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. როგორც ჩანს, ასეთი შეთავაზება მართლაც იყო - დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიდან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შეთანხმების პირობები, მეტის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო. ოპოზიციას აქამდე ჰქონდა დღის წესრიგი, რომელიც ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. მათი მთავარი პირობა, ფაქტობრივად, ძალაუფლების მათთვის გადაბარება იყო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ მიიყვანა. საბოლოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ერთი მხრივ, სირცხვილია, რომ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ყოველთვის, როცა მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ვიღაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან და ჩვენი მორიგება სცადოს. მეორე მხრივ, სიმწარეგარეული იუმორით ვიტყვი - თურმე რამხელა ფასი ჰქონია პატარა საქართველოს, რომ აქ სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში ამდენი და ასეთი რანგის ხალხი ჩაერთო.

მამუკა არეშიძე

რაც შეეხება პლებისციტს, აქამდეც ვფიქრობდი, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან. ყველაზე მარტივი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა შენარჩუნდა, პლებისციტის შედეგად ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ეს უმრავლესობისთვის გაუგებარი, მეტიც - მიუღებელია. "ნაცმოძრაობაში" ფიქრობენ, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, ამიტომაც ეშურებიან ვადამდელ არჩევნებს. აქამდე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს ამ შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ვნახეთ, რამხელა რანგის დასავლელი დიპლომატი - შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა უკვე მისი პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ამ რეგიონს და საქართველოს, როგორც აქ მის საყრდენს.

ეს არის მათთვის ერთგვარი პლატფორმა და, ბუნებრივია, იმ რეგიონული ცვლილებების ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქ შექმნილი ვითარება უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქართველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ - არა... დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რომ გითხრათ, ხელისუფლება სრულად ხედავს რეალობას-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედარებაც არ არის, იმიტომ, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა გადაგებული, როგორმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. გაგრძელება

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი