ავტორი:

პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"

პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე: "მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განუსაზღვროს, 12 წელია"

მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება სასამართლომ დანიშნოს ბრალდებულების მიმართ, არის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს წინაშე მოვითხოვეთ მსჯავრდებულების მაქსიმალურად დასჯა“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინი არის, რომ სასამართლო მსჯავრდებულებს მაქსიმალურ სასჯელს დააკისრებს.

„ველოდებით მაქსიმალურ სასჯელს. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის ოდენობას, რა თქმა უნდა, სასამართლო დღეს გამოაცხადებს და ყველა ერთად გავიგებთ. პირდაპირი მტკიცებულება რომელ საქმეშიც არ არის, იმ საქმეში სავარაუდოდ გამამართლებელი განაჩენი დგება, ეს არ არის ის საქმე, სადაც პირდაპირი მტკიცებულება არ არის, აქ არის უამრავი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს და რომელმაც დაადასტურა მსჯავრდებულების მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი,“- განაცხადა შაქარაშვილმა.

სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც გაირკვევა, თუ რამდენწლიან სასჯელს მიუსჯის მოსამართლე ბიძინა სტურუა მსჯავრდებულ ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ