"ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა", - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ ნინო ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"არნაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება იყო. თითქმის მთელი ცხოვრებაა, ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა, რის გამო, არაფერი რომ არ ჩაუდენიათ იმის გამო?!"- განაცხადა ქვრიშვილმა.
რამდენიმე წუთში, მცხეთის რაიონული სასამართლო მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის ზომას განსაზღვრავს.