ავტორი:

გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

გარდაცვლილი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ადიგენის რაიონის სოფელ ქვემო ენთერში კობახიძეების ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარზე გამოძიებას ითხოვს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

"აქ ჩვენი პოზიცია ასეთია - იქ მოხდა დაუდევრობა, არასწორი მოქმედება აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიტიკაში არ ჩავერევით, ჩვენ ამ საქმის სამართლებრივი საქმე არ გვაინტერესებს. უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მეუღლე, რომ მივიდა გოგონა იწვა ისე, რომ გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და არავინ ახლოს არ იყო. მეუღლე ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს" - ამბობს ექთნის ბიძა.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა

"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?