ავტორი:

"არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, რომ ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა... დღეს პარლამენტში ვიყავი და ყველა გაკვირვებული იყო" - წულუკიანი გახარიაზე

"არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, რომ ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა... დღეს პარლამენტში ვიყავი და ყველა გაკვირვებული იყო" - წულუკიანი გახარიაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი ამბობს, რომ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებით გაკვირვებულია, რადგან ფიქრობდა, რომ "ის ამას არ გააკეთებდა".

როგორც "იმედის" ეთერში წულუკიანმა აღნიშნა, გახარიას დაბრუნება "ოცნებისთვის" საზიანო ვერ იქნება.

"ბევრი ამბობდა, რომ ის დაბრუნდება და ოპოზიციაში ჩაუდგება "ქართულ ოცნებასო". მე გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. მე ვისი ვიცე-პრემიერი ვიყავი. გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, რომ ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა.

თუმცა გამიკვირდა. მგონია, რომ ჯობდა არ წასულიყო. შემობრუნება კითხვის ნიშნებს ბადებს. ის თუ შემობრუნდა იქნება ჩვენი ოპიზიცია. ეს ერთის მხრივ საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ "ოცნებისთვის" საზიანო იქნება.

ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა საზიანო არ მგონია იყოს. დღეს პარლამენტში ვიყავი და ყველა გაკვირვებული იყო მისი განცხადებით, მე პირველ რიგში" - აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა.

"გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

"მეც მქონდა გვერდითი მოვლენები..." - რა სიმპტომები გამოუვლინდა ჯანდაცვის მინისტრს ვაქცინაციის შემდეგ?

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

"თუ ის პატიოსანი კაცი საქართველოდან მეორედ ისე წავა, რომ შეთანხება ვერ შედგება, ამით ვინ დაზარალდება, დანიელსონი თუ საქართველო?!" - ელისაშვილი