ავტორი:

რა შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე - "იქნება წერტილოვანი შეზღუდვები"

რა შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე - "იქნება წერტილოვანი შეზღუდვები"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება.

"წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, "აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

დღის ფოტო: მიხაკები ენგურზე - დაღუპული აფხაზების ხსოვნას შამგონაში პატივი მიაგეს

"მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე