სასტუმრო „რუმსს“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს.
მათი თქმით, პოზნერი აღნიშნულ სასტუმროში მეგობრებთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიდა.
მანამდე ის იმყოფებოდა სასტუმროში, რომელიც პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.