ავტორი:

"გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობები" - ზახაროვა

"გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობები" - ზახაროვა

მოსკოვი თვლის, რომ თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ზიანის მიყენებაა.

"ჩვენ ამ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ვანდალიზმის გამართლება არანაირი მოტივით არ შეიძლება.

„ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება იწვევს შეცბუნებასა და დაგმობას. ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ თავად გრიბოედოვის პიროვნულ მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ზახაროვამ.

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება - "ყოველთვის მსურდა ამის გაკეთება“

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

"ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ" - მარია ზახაროვა