ავტორი:

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე ვარაუდობს, რომ ვიოლეტა ინასარიძეს ჩვენების შეცვლა კლინიკამ დაავალა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

როგორც გარდაცვლილი მედდის დედა ამბობს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ წელს მიუსჯიან ბრალდებულებს, რადგან "ამით მეგის არაფერი ეშველება".

"წყალი საერთოდ სათავიდან იმღვრევა. შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს და უთხრეს, რომ ასე უნდა გააკეთოო. მაშინ თუ იქ იყო, მერე როგორ შეცვალა ჩვენება და თქვა, არ ვიყავიო. ამით გადაარჩენენ კლინიკას ალბათ.

სიმართლე დადგინდეს და არა ის, რომ ვიღაცას მიაკერონ ბრალდება და იმით სხვა დაადანაშაულონ. პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა ორიდან ექვს წლამდე მისცემენ, რამდენ წელს მისცემენ, ჩემი შვილისთვის ეგ არ იქნება შველა" - აცხადებს მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი კლინიკა „იმედის“ ორ ექიმს და ერთ ექთანს წაუყენა. ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

უკვე ორი კვირაა გამოძება ელოდება საქმის მთავარ მტკიცებულებას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.

ბათუმში 50 წლამდე ქალი დაჭრეს

თბილისში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა

"მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს" - რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის ბრალდებაზე