ავტორი:

გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?

გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?

გავრცელებული ინფორმაციით, გორისა და ატენის ეპარქიას ექსპრემიერი გიორგი გახარია სტუმრობდა. ამ თემზე კომენტარი გააკეთა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ.

"წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენთან, ეპარქიაში სტურად იმყოფებოდნენ ბატონები: ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, დავით ბაქრაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ქალბატონები: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს ყავაზე და ჩაიზე ჩვენს მოპატიჟებაზე. ანალოგიურად იყო გიორგი გახარიასთან დამოკიდებულებაშიც. რაც შეეხება იმას, რაზე ვისაუბრეთ - ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქართლის ყურძნის და ღვინის ჯიშებზე.

კითხვაზე - ვისაუბრეთ თუ არა პოლიტიკაზე და მთხოვა თუ არა გახარიამ დახმარება? - გიპასუხებთ, რომ არ უთხოვია და რომ ეთხოვა, ვერ გეტყვით რას ვუპასუხებდი. პოლიტიკაზე საუბარს რაც შეეხება, პოლიტიკაზე ლაპარაკი, მგონი, საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა და თუ ქვეყნის მდგომარეობაზე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს დავუსვი შეკითხვები, მგონი, ეს სრულებით ბუნებრივია, რადგან მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე - ისაუბრა თუ არა ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ გეგმებზე და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი გორში კანდიდატურის დასახელებას, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები მას არ შეეხება.

"ეგ არის საკითხი, რომელიც სრულებით არ მეხება. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ბატონი გიორგი, ვერ გეტყვით, ამის შესახებ ჩემთან არც უსაუბრია და არც მე დამისვამს შეკითხვები", - აღნიშნა ეპარქიის მმართველმა.

კითხვაზე, ვისთან ერთად სტუმრობდა მას ყოფილი პრემიერი და ახლდნენ თუ არა შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილი, მიტროპოლიტმა დაადასტურა, რომ გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ ხოჯევანიშვილი და საბანაძეც.

"გიორგი ხოჯევანიშვილს, კახა საბანაძეს, ალეკო ხოჯევანიშვილს ვიცნობ ჯერ კიდევ მათი მშობლებიდან, მათი ოჯახებიდან გამომდინარე. ასე რომ, თუ ისინი მასპინძლობდნენ ბატონ გიორგი გახარიას და ყველანი ერთად მოვიდნენ ჩვენთან, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთან ამაზე არ უსაუბრიათ და პოლიტიკური გეგმები თუ აქვთ, ალბათ ამას თვიტონ იტყვიან", - განაცხადა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა.

"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს