ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
"ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარ ფაქტს სწავლობენ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება. დაზიანებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ჩვენი ოფისის კარი, ჩამსხვრეულია მინები“, - განაცხადა კირთაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.