ავტორი:

"ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა" - მეუფე იაკობის თქმით, ყველას გასცემს პასუხს

"ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა" - მეუფე იაკობის თქმით, ყველას გასცემს პასუხს

ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ისინი, ვინც ეკლესიას პირდაპირ ებრძვიან დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან.

მეუფე იაკობის თქმით, კიდევ არის დრო, რომ მოინანიონ და "ადამიანებს დაემსგავსონ“.

"დღეს რთული დროა, ალბათ, საქართველოში ბევრი ფიქრობს. საოცრებებს ვიგებთ ხოლმე, ვისაც არ ეზარება, ოღონდ ვინმემ რამე თქვას ეკლესიაზე ცუდი. გასაგებია, ტელევიზიები რომ ყურებადები გახდნენ, სენსაციები უნდათ. ჟურნალისტებს არ მივმართავ, მაგათ ავალებენ. დღეს სამსახურები არ არის ბევრი და არ უნდათ სამსახურების დაკარგვა.

ეკლესია როცა ძლიერი იყო, საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი. შეიძლება, სხვა ერები მოსულიყვნენ, დაპყრობილი ვყოფილიყავით, მაგრამ ეკლესია ქართულ ენასაც ინარჩუნებდა, ტრადიციებსაც და ყველაფერს. ეს ყოველივე თუ გავაქრეთ, რას მოვიგებთ, ვის მივბაძოთ. სიყვარულით რომ მომიწოდებდე, სიყვარულით მივიღებ იმას, მაგრამ როდესაც, სენსაციებზე ხარ მაყურებელი, ეს ძალიან ცუდია. ჩაივლის მძიმე მარხვის დღეებია, მერე ბრწყინვალე შვიდეულია. ვფიქრობ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ვიღაცები, ვინც ეკლესიას პირდაპირ ებრძვიან, ამ შემთხვევაში ტელევიზიები არ მაქვს მხედველობაში, ალბათ, საბოლოოდ კიდევ უნდა მოვუწოდოთ, რომ დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან.

თუ მე მტყუანი ვარ, რაც მეკუთვნის, ასმაგად, ათასმაგად მაზღვევინონ. იმათ რაც ეკუთვნით, თუ მტყუანები არიან ღვთის, ერის, ეკლესიის წინაშე, ერთმაგიც საკმარისია იმათთვის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სხვები თუ დადუმდებიან, ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დავიცავთ ხომ? ამიტომ კიდევ არის დრო შეინანონ. ადამიანებს დაემსგავსონ თავიანთი საქციელით. გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ის ასევე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ყველას გაეცემა პასუხი, ''თუ არ მორჯულდებიან".

"უშინ, ისეთ რამეზეც მივედით, რომ სასულიერო პირი ამბობდა ასეთ რამეს: "მეუფემ დარღვევა გააკეთაო, რომ მოუწოდა, ჩამოდით, ყველას გეპატიჟებითო დღევანდელ წირვაზე, ეპისკოპოსებს რატომ არ შეეკითხაო“. ხმამაღლა გამოაცხადა, ეპისკოპოსებსაც ეხებოდა დაპატიჟება. მაგდენიც არ იციან, სიმართლისთვის იბრძვიან. უვიცების არის ასე, არ ასწავლიან, არაფერი იციან. ბევრს ვიცნობ იმათ, არავითარი სკოლაც არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტრებშიც. ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს. ერისკაცები რომ ყოფილიყვნენ, ერში რასაც მიიღებდნენ, იმას მიიღებენ აუცილებლად, თუ არ მორჯულდებიან."

მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

"კლიმენტი კეკუტიას შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება" - რას ყვება პეტრე ცაავა?

დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაში იმყოფება - როგორია დაკავებული ბიზნესმენის მდგომარეობა?