მკვლევარებმა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც ჯიბის ქურდობის ყველაზე მრავალრიცხოვანი შემთხვევებით გამოირჩევა.
როგორც "Интерфакс"-ი იტყობინება, მათ სხვადასხვა ქალაქებში ჯიბის ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით ტურისტების საჩივრები აღრიცხეს.
რეიტინგში ევროპა ლიდერობს: პირველი ათეული სწორედ ევროპის ქალაქებმა და რეგიონებმა დაიკავეს.
რეიტინგის ლიდერი ბარსელონაა: 2010 წლის განმავლობაში ამ ქალაქში ჯიბის ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯიბის ქურდების 10 ყველაზე საყვარელი ადგილი:
1. ბარსელონა
2. რომი
3. პარიზი
4. მადრიდი
5. ათენი
6. პრაღა
7. ალიკანტეს პროვინცია (ესპანეთი)
8. ლისაბონი
9. ტენერიფეს კუნძული (კანარის კუნძულები, ესპანეთი)
10. ლონდონი
სოციოლოგები, რომლებმაც რეიტინგი შეადგინეს, ტურისტებს ურჩევენ, საკუთარ ძვირფას ნივთებს გაუფრთხილდნენ.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.