ავტორი:

რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო"

რა დეტალებს იხსენებს ლავროვი აგვისტოს ომის პერიოდიდან - "სარკოზი ჩაფრინდა თბილისში, რათა სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო"

"დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში ანალოგიები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც სააკაშვილმა აგრესია განახორციელა ცხინვალში, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის რუსი სამშვიდობოების, არ გაფორმებულა მინსკის შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება. მედვედევ-სარკოზის დოკუმენტს, რომელიც მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, საქართველომ ხელი არ მოაწერა. სარკოზი, მას შემდეგ რაც აქ ჩვენთან, მოსკოვში შეთანხმებას მიაღწია, ჩაფრინდა თბილისში იმისთვის, რომ სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო.

სააკაშვილმა ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს მხოლოდ ძირითადი დებულებების წაშლით. ყველა ფურცელი იწყებოდა ფრაზით, პრეამბულით - რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა ცდილობენ ამიერკავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზებს სთავაზობენ შემდეგს: ცეცხლის შეწყვეტას. სააკაშვილმა ამოშალა ეს ქუდი და აღმოჩნდა, რომ პირველი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა და იმ დროის შემდეგ დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დონბასის შემთხვევაში, სიტუაცია სხვაგვარი იყო და მინსკში, "ნორმანდიის ფორმატის ”ლიდერების მონაწილეობით ჩატარებული 17-საათიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ორი დღის შემდეგ დაამტკიცა.

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

როგორ დასაჯა კადიროვმა 15 წლის მოზარდი არასასურველი კომენტარის დაწერისთვის - ბიჭის მამა შვილის "არასწორად აღზრდის" გამო პატიებას ითხოვს

"ყველას სურს რამე მოგვაკბიჩოს... ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ" - პუტინის თქმით, ქვეყანა მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიების ხელყოფის მცდელობას