ავტორი:

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

დისბიოზის დროს ნაწლავში დიდი რაოდენობით მავნე აირები წარმოიქმნება. ისინი აწვებიან ნაწლავის კედელს და იწვევენ შებერილობას, მეტეორიზმს, ტკივილს, კოლიკას.

რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის

გაზაფხულზე და განსაკუთრებით, ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან ერთად აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: მუცლის შებერილობა, მეტეორმიზმი, ე.წ მუცლის გადავსების შეგრძნება, მტკივნეული კოლიკა... აღნიშნული სიმპტომები ხშირად თან ახლავს დისბიოზს, ყაბზობასა და დიარეას.

აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა ქ-ნი მარინა ტუღუში - გასტროენტეროლოგი, თერაპევტი, თსსუ-ს ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი.

- რა გარემოებები და ფაქტორები ზრდიან გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისა და შემაწუხებელი სიმპტომების განვითარების რისკს?

- გაზაფხული განახლების პერიოდია და ორგანიზმში უამრავი ბიოლოგიური პროცესი გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს, რაც ჩვენი ორგანიზმის მხრიდან დიდ რესურსს მოითხოვს. ამისათვის გვჭირდება ჯანსაღი, დაბალანსებული კვება , რომელიც ჩვენი ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა გაზაფხულზე ადამიანთა უმეტესობა უფრო მეტად იწყებს გარეგნობაზე ზრუნვას, ამ პერიოდში ყველაზე ხშირია თვითნებური დიეტები, არაბალანსირებული კვება, ასევე გაზაფხულს ემთხვევა რელიგიური დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული კვების თავისებურებები, რომელთა დროსაც ადამიანი უფრო მეტ ნახშირწყლოვან პროდუქტს იღებს,მაგ. ცომეულს, პარკოსნებს; ასევე მეტად იზრდება მოთხოვნა ტკბილეულზე. აღნიშნული ფაქტორები და ასევე სხვა ბიოლოგიური პროცესები თუ ქრონიკული დაავადებები (ლაქტოზის, ფრუქტოზის აუტანლობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ), ხშირად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისა და შემაწუხებელი სიმპტომების: შებერილობის, მეტეორიზმის, მუცლის ტკივილის, კოლიკის, ყაბზობის ან დიარეის განვითარების მიზეზი. ყოველივეს კი, უმეტესწილად, საფუძვლად უდევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ცვლილება - დისბიოზი და ორგანიზმში მავნე აირების დაგროვება. სამივე პროცესი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.

- რა კავშირია საჭმლის მონელების პროცესსა და ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას შორის?

საჭმლის მონელება და შეწოვა უმთავრესად წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს და იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის ცენტრალურ ორგანოდ მიიჩნევა. მისი ფუნქციონირების მნიშვნელოვან რგოლს ნაწლავში მობინადრე პრობიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიები და ნაწლავში გააქტიურებული ან წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები წარმოადგენს. ნაწლავში ყველაზე დიდი რაოდენობით ვხვდებით პრობიოტიკულ ბაქტერიებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნაწლავის ფუნქციონირების, საკვებიდან რთულად მოსანელებელი ნივთიერებების დაშლისა და მონელების, მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციის, მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ათვისების, მეტაბოლიზმისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური პროცესების წარმართვაში. სასარგებლო ბაქტერიები ასევე გამოიმუშავებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ეწინააღმდეგებიან ორგანიზმში პათოგენური ფლორის რაოდენობრივ ზრდას. მარტივად რომ ვთქვათ, ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტა ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- რა ფაქტორები იწვევს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ცვლილებას და რა გავლენას ახდენს ცვლილება ჩვენს ჯანმრთელობაზე?

- ბაქტერია ცოცხალი ორგანიზმია და ძალიან მგრძნობიარეა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისა თუ გარემო ფაქტორების მიმართ. არაჯანსაღი კვება, რაციონში რძის პროდუქტებისა და უჯრედისით მდიდარი საკვების სიმცირე, სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია ან ზოგიერთი სხვა მედიკამენტი თუ ქრონიკული დაავადება ნეგატიურ გავლენას ახდენს ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიოტაზე და ზრდის დისბიოზის განვითარების რისკს, რომლის დროსაც სასარგებლო ბაქტერიების ადგილს ნეგატიური ფლორის ბაქტერიები იკავებენ და შესაბამისად არღვევენ ნაწლავში მიმდინარე ჯანსაღ ბიოლოგიურ პროცესებს.

ასეთ დროს ძნელდება საკვებიდან მიღებული რთული ნივთიერებების დაშლისა და მონელების პროცესი, მცირდება საკვებიდან აუცილებელი ნუტრიენტების, ვიტამინებისა და მინერალების ათვისება და სინთეზი, იზრდება რაოდენობა მავნე ცხიმოვანი მჟავების, რომლებიც მეტ კალორაჟს აითვისებენ ჩვენ მიერ მიღებული საკვებიდან, რაც, ბუნებრივია, თავის მხრივ, ზრდის ჭარბი წონის განვითარების რისკს. დისბიოზის დროს იზრდება ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესის ინტენსივობა, რომლის დროსაც ნაწლავში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება მავნე აირები, რომელთაც თან ერთვის პათოგენური ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსიური ნაერთები, ისინი ნაწლავის ლორწოვანზე შეხებისას გარდაიქმნება დიდ აიროვან-ლოწოვან კონგლომერანტებად, აწვებიან ნაწლავის კედელს და იწვევენ შებერილობას, მეტეორიზმს, ტკივილს, კოლიკას. წვრილი ნაწლავიდან მათი მსხვილ ნაწლავში გადასვლა და დაგროვება შესაძლოა ყაბზობის მიზეზიც გახდეს. მარტივად რომ შევაჯამოთ, წვრილ ნაწლავში განვითარებული სასარგებლო ბაქტერიების დეფიციტი შესაძლოა, გახდეს, როგორც შემაწუხებელი სიმპტომების, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭარბი წონის, ჰიპო და ავიტამინოზისა და სხვა პრობლემების მიზეზიც.

- რადგან ასეთი დიდი როლი ენიჭება ნაწლავის მიკრობიოტას, როგორ შევინარჩუნოთ და აღვიდგინოთ მისი ბალანსი? როგორია რეკომენდაციები?

- უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი კვების რაციონი იყოს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. მივიღოთ რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია უჯრედისით. მაგრამ, იმ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული საკვების მიღება, ან გვაქვს ლაქტოზის, ფრუქტოზის, გლუტენის აუტანლობა, საჭიროა საკვები დანამატის სახის პრობიოტიკების მიღება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრობიოტიკებს მიანიჭა GRAS - უსაფრთხო პროდუქტების სტატუსი. მიუხედავად ამისა, პრობიოტიკების შერჩევისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან მათ ორგანიზმისთვის, როგორც სარგებლის, ასევე ზიანის მოტანა შეუძლია.

ამისათვის აუცილებელია, რომ პრობიოტიკი აკმაყოფილებდეს WHO-სა და FDA-ს ისეთ ფუნდამენტალურ მოთხოვნებს, როგორებიცაა: მწარმოებელი კომპანია - მისი სანდოობა და პრობიოტიკული შტამების წარმოების შესაძლებლობა / ნებართვა, რადგან ყველა კომპანიას არ აქვს მათი წარმოების არც ტექნიკური და არც ლაბორატორიული შესაძლებლობა, ბაქტერიული შტამების გენეტიკურ დონეზე შესწავლა, მათი მაღალი აციდორეზისტენტობა, კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად მივმართავ ცნობილი ჩეხური ფარმაცევტული კომპანია "ვალმარკის“ ევროპაში აღიარებულ და აპრობირებულ ბრენდს "ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც შექმნილია WHO/FDA/WGO/AAGP-ის რეკომენდაციების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. "ბიოპრონ 9 პრემიუმს“ გააჩნია ცოცხალი ბაქტერიების ინოვაციური, მრავალშრიანი პროტექცია, რაც უზრუნველყოფს მის კაფსულაში მოთავსებული 9 ბაქტერიული შტამის 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის მაღალ აციდორეზისტენტობას, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და ნაწლავის კედელზე ოპტიმალურ კოლონიზაციას (დასახლებას). ყოველივეს გათვალისწინებით კი "ბიოპრონ 9 პრემიუმი“ გამოირჩევა საუკეთესო თერაპიული ეფექტითა და უსაფრთხოების მაღალი პროფილით, რაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. სწორედ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც მაძლევს აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას.

(R)