ავტორი:

როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისგან და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს დაგვიანებულმა მკურნალობამ - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

გაზაფხულზე, როცა არაერთი მცენარე ყვავის, ადამიანებს ალერგიული დაავდებები უმწავდებათ... აწუხებთ სურდო, ცემინება, ცხვირის გაჭედლობა, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ხველა. ეს სიმპტომები პაციენტების აზრით, ჰაერში ე.წ. ბუსუსების გავრცელებას უკავშიდება... რეალურად რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ალერგიის გამწვავებისას, ამაზე AMBEBI.GE-ს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე ესაუბრება:

- ბუსუსები, რომლებიც გაზაფხულზე ქალაქში დაფრინავენ, სინამდვილეში - ჭადრისა და ალვის ხის მცენარის თესლია. მსუბუქი მასის გამო ისინი ქარის საშუალებით ჰაერში ვრცელდება. ჭადარს თეთრი ფერის ბუსუსები აქვს, ალვის ხეს (იგივე ვერხვი) - მოყავისფრო. როდესაც მცენარეს ბუსუსები აქვს, ეს უკვე მისი ნაყოფის მომწიფების ფაზაზე მეტყველებს და არა ყვავილობაზე. ალერგიის გამომწვევი კი მცენარე მხოლოდ ყვავილობის ფაზაშია. ალვის ხის (ვერხვის) ყვავილობა მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ხოლო ჭადრის კი აპრილის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე. მაისში, როდესაც მცენარეთა თესლი, ე.წ. ბუსუსები ჰაერში გავრცელდებას იწყებს, მათი ყვავილობის სეზონი უკვე დასრულებულია და შესაბამისად, ალერგიის გამოწვევის უნარი აღარ აქვთ. ჭადრისა და ვერხვის თესლის ბუსუსების გავრცელება იწვევს მხოლოდ მექანიკურ გაღიზიანებას, როგორც ალერგიულ, ისე არაალერგიულ პირებში, ხოლო ამ დროს ალერგიის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა რამ არის. მაისში ყვავილობას მაღალი ალერგენობის მქონე მცენარეთა ჯგუფი ე.წ. ბალახები/მარცვლოვნები იწყებს.

- მათ, ვისაც პირველად უვლინდება ალერგია მცენარეთა მტვერზე, ხშირად თავი გაციებული ჰქგონია. როდესაც ერთსა და იმავე დროს, ყოველწლიურად იწყებს ეს სიმპტომები განმეორებას, ალერგიაზე მხოლოდ მაშინ მიიტანენ ხოლმე ეჭვს. როგორ გავარჩიოთ ალერგია გაციებისაგან?

- ალერგიის დროს სიმპტომები ხანგრძლივია და მცენარის ყვავილობის სეზონსა და ხანგრძლივობას ემთხვევა. როგორც წესი, ე.წ. გაციება, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს, 3-5 დღის მანძილზე გრძელდება, ალერგია კი - 2 კვირა და მეტი დროის განმავლობაში. სიმპტომები მცენარეული ალერგიის დროს უფრო გარეთ გასვლისას უვლინდებათ და განსაკუთრებით მწვავდება ქალაქგარეთ ყოფნისას, სადაც მეტი მცენარეა, ვიდრე - ქალაქში. ალერგიას გაციებისაგან განსხვავებით თითქმის არასოდეს არ ახასიათებს ტემპერატურის მატება და როგორც აღვნიშნეთ, მცენარეული ალერგია ვლინდება ყოველწლიურად, ერთსა და იმავე სეზონზე.

- რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ალერგიული პაციენტი, რომელიც დროულად არ იმკურნალებს? რას გამოიწვევს ეს?

- თავაპირველად მცენარეული ალერგია მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით ვლინდება. ასევე თავიდან, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ორგანოს, მაგალითად, თვალის ან ცხვირის დაზიანება ხდება. თუკი პაციენტი არ მიმართავს დროულად ალერგოლოგს, მოხდება სიმპტომების გახშირება და დამძიმება, ასევე სამიზნე ორგანოების გამრავლება, ანუ თუკი თავიდან სიმპტომები მოიცავდა მხოლოდ თვალს, შემდეგ წლებში, ხშირ შემთვევაში, ხდება ცხვირის ან/და ბრონქების დაზიანებაც. მკურნალობა ალერგიული ვაქცინებით უფრო კარგ და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.

- ბოლო დროს აქტიურად გაისმოდა სიტყვა ანაფილაქსიური შოკი. ალერგიასთან ის რა კავშირშია?

- ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა. ასეთ დროს ხდება წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და სხვა მრავალი სიმპტომის კომპლექსურად გამოვლინება, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილით დასრულეს. ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა შეუძლია საკვებს, მედიკამენტს, მწერის ნაკბენს და სხვ.

- ვაქცნიაციამ (ზოგადად ყველა ტიპის) რატომ შეიძლება გამოიწვიოს იგივე გართულება?

- მაგალითად, ვაქცინამ, როგორც მედიკამენტის ერთ-ერთმა სახეობამ, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. ეს შეიძლება მოხდეს მასში შემავალ კომპონენტებზე ალერგიის განვითარების გამო. როდესაც სხეულში ხვდება უცხო ცილა, ზოგიერთ შემთხვევაში, იმუნური სისტემის მიერ ხდება მისი, როგორც ორგანიზმისთვის საზიანო აგენტის აღქმა, რის გამოც იმუნური სისტემა ამ უცხო ცილის მიმართ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. თუკი ეს ცილა განმეორებით მოხვდება სხეულში, უკვე გამომუშავებული ანტისხეულები მას თავს ესხმის, რაც ვლინდება ისეთი ალერგიული სიმპტომებით, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დიარეა, ღებინება და ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი.

- ალერგიული სიმპტომები შეიძლება, კოვიდ-19-ის სიმპტომებში აერიოთ და თუ ასეა, ტესტირების გარდა, როგორ შეიძლება მისი გამიჯვნა?

- როგორც ყველა სხვა გაციება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსით, ისე კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, სიმპტომებით მართლაც რომ გავს ალერგიას. როგორც აღვნიშნეთ, ალერგიას ახასიათებს განმეორებადობა და ხანგრძლივი მიმდინარეობა. ალერგიას არ ახასიათბს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ისეთი როგორებიცაა სახსრების, კუნთების ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება. ასევე ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და სხვა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მცენარეული ალერგიისთვის დამახასიათებელია მრავალჯერადი ცემინება, სპაზმური ხველა, ჭარბი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან და უხვი ცრემლდენა და ეს სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული შენობაში ყოფნისას.

- ბოლოს როგორია ზოგადი რეკომენდაციები?

- მცენარეული მტვერისა და ბუსუსების გავრცელების სეზონზე ალერგიულ პაციენტებს შემდეგი რეკომენდაციები ეძლევათ:

* დახურონ სახლის ფანჯრები განსაკუთრებით მზიან ამინდში

* ხშირად გამოირეცხონ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით

* თუკი იმყოფებიან ქალაქგარეთ, მოერიდონ გარეთ გასვლას მზიან და ქარიან ამინდში და იცოდნენ, რომ წვიმიანი ამინდის შემდეგ ეზოში ყოფნა მათთვის უმჯობესია

* გარეთ ყოფნისას ატარონ მზის სათვალე

* შენობაში დაბრუნებისას, გარდა ხელების დაბანისა, ჩამოიბანონ სახე, გაიხადონ სამოსი, რომელიც გარეთ დიდხანს ყოფნის შეთხვევაში ეცვათ

* ეცადონ არ გააშრონ სარეცხი გარეთ, რათა მათზე არ მოხვდეს მცენარეთა მტვერი

* სახლის დალაგებისას გამოიყენონ მტვერსასრუტი HEPA ფილტრით

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

რა უნდა გააკეთდეს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის პიკური მაჩვენებლების თავიდან ასაცილებლად და იგეგმება თუ არა რადიკალური ზომები? - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?