ავტორი:

"ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო" - რას ყვება ინდოეთში მცხოვრები, ქართველი ქალი იქ არსებულ ეპიდვითარებსა და ამ ქვეყანაში შექმნილ ოჯახზე

"ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო" - რას ყვება ინდოეთში მცხოვრები, ქართველი ქალი იქ არსებულ ეპიდვითარებსა და ამ ქვეყანაში შექმნილ ოჯახზე

ნათელა საჯაია 26 წელია, ინდოეთში, დელიში ცხოვრობს, მეუღლე სირაჯ ამანსა და შვილ ომარ ამანთან ერთად. ქალბატონი ნათელა თარჯიმან-ფასილიტატორია და ცნობილ ფორტის ჰოსპიტალში მუშაობს. კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკით ინდოეთი პირველ ადგილზეა, კრემაცია უკვე ქუჩებში მიმდინარეობს, წუთში ერთი ადამიანი იღუპება, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის.

- შარშან უფრო ველოდი ასეთ მძიმე ვითარებას, მაგრამ დროულად ჩაკეტეს საზღვრებიც და ქალაქებიც, გააჩერეს ტრანსპორტი. არ შეგვშინებია, რომ დახლებიდან პროდუქტი გაქრებოდა - ინდოეთს კარგი მომარაგება აქვს, აქ წელიწადში სამჯერ იღებენ მოსავალს და არ ვართ იმპორტზე დამოკიდებული. შარშან 15 მარტიდან 106-დღიანი ლოკდაუნი გამოაცხადეს, ცოტა ხნის შედეგ კი სკოლებისა და უნივერსიტეტების გარდა ყველაფერი გახსნეს. ჩემი შვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და მარტის ბოლოს ბოლო გამოცდა ჰქონდა. წესებს იცავდა, მაგრამ გამოცდიდან რომ მოვიდა, მეორე დღეს დაეწყო ძლიერი ტკივილი, დაკარგა ყნოსვა და გემო. ძვლებში მამტვრევს, კანი მეწვის, თითოეული კუნთი მტკივაო, მეუბნებოდა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ კორონავირუსი ჰქონდა. სამი კვირა სავალდებულო კარანტინში იყო, ოთახიდანაც კი არ გამოსულა, რის წყალობითაც ჩემი მეუღლე და მული გადარჩნენ. მე ბოლო დრომდე მაინც დავდიოდი სამსახურში, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ვიდეოზარით დავეხმარო პაციენტებს. ახლა აცხადებენ, რომ უკვე სახლებშიც უნდა გვეკეთოს პირბადე. გარეთ სავალდებულოა ორი, სახლში - ერთი.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სიტუაციის ასე გართულება და რითი განსხვავდება ინდური შტამი სხვა შტამებისგან?

- როგორც გითხარით, რეგულაციებიც და კანონიც გამკაცრდა, მაგრამ აქ დიდ ქალაქებში უზარმაზარი ბაზრებია და შესაბამისად, ხალხმრავლობაც. საერთოდ, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ძნელია დაიცვა დისტანცია.

ეს არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის - ფილტვს ობობას ქსელივით მოეფინება ვირუსი, ჟანგბადის დონე ეცემა, ადამიანები ჰაერის უკმარისობით იხოცებიან. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ეს არის კოვიდი გაორმაგებული და გასამმაგებული მუტაციით.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმისგან, რაც აქ ხდება... ტესტების გაკეთებასაც ვეღარ ასწრებენ - სამ დღეშია პასუხი და გვიანდება, ამიტომ როგორც კი სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაშინვე მიდიან საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების მანქანას ინდოეთში მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ მძიმე პაციენტები გადაიყვანოს. მხოლოდ მძღოლი მიდის გამოძახებაზე, ექიმისა და ექთანის გარეშე. იქ მიყვანილებს შენობაში არ უშვებენ, ელოდებიან, როდის გათავისუფლდება ადგილი, რომ ახალი პაციენტი დააწვინონ. ჟანგბადის აპარატებიც აღარ აქვთ. უჰაერობით მარტო ჩვენთან დღეში 20-25 კაცი კვდება. ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო. მე ყოველდღე ვუყურებ ამ კადრებს და ზოგჯერ მგონია, ეს სინამდვილე არ არის. გააგრძელეთ კითხვა

"დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული და ქვების სროლა დაიწყეს... აგურებს მირტყამდნენ" - რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი

ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში, გარდაიცვალა 18 ადამიანი - როგორია 40 000-მტე ტესტის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ შეგიძლია მოიპოვო შიდა დაფინანსება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში