ავტორი:

"სასულიერო პირები იცვამდნენ აბჯარს, გადიოდნენ ომში და ეს ძალადობა იყო" - რას ამბობს დავითგარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

"სასულიერო პირები იცვამდნენ აბჯარს, გადიოდნენ ომში და ეს ძალადობა იყო" - რას ამბობს დავითგარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

დავითგარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ძალადობას გამართლება აქვს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე გუშინ მომხდარი თავდასხმის შეფასებისას ისაუბრა.

"თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ, რომ ექვსიათასი მოწამის ხსენების დღეს, ჩამოგყავთ მელაშვილი, რომლის ხელმოწერის საფუძველზეც ვერ ავდივართ (გულისხმობს უდაბნოს მონასტერს) რა ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა? თქვენმა გადამღებმა ჯგუფმა გაიარა სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზა რომ ნაცემია?! რა ჩანს კადრებში, არაფერი იქ არ ჩანს. არაფხიზელი მდგომარეობა დანაშაულია?

როგორ შეიძლება ფიზიკური ძალადობა სწორად მივიჩნიო, მაგრამ ხომ არსებობს კონტექსტი, რატომ მოხდა ეს?!", - ამბობს სასულიერო პირი.

კითხვას - ძალადობას ამართლებს რაიმე? - ის ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ამართლებს. სასულიერო პირები იცვამდნენ აბჯარს და გადიოდნენ ომში და ეს ძალადობა იყო. ომია ახლა, აბა რა არის?! თქვენ გვეომებით, ამბობთ, რომ აზერბაიჯანისაა უდაბნოს მონასტერი."

ნახეთ ვიდეო, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე