ავტორი:

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო ჭყონია მოდელების ნაწილის მხრიდან იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მათ კვირეულის ფარგლებში გაუსაძლისი სამუშაო პირობები ჰქონდათ.

სოფო ჭყონია თვლის, რომ საუბარი ეხებოდა იმდენად მარტივ პრობლემას, რომ მისი მოგვარება საჯაროდ განხილვის გარეშეც იყო შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ მოდის კვირეულის ორგანიზატორმა "ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

"ეს ისეთი მარტივი პრობლემა იყო, ადგილზევე შეიძლებოდა მოგვარება და შეიძლებოდა ეს არ გამოსულიყო ასე საქვეყნოდ, საჯარო სივრცეში. ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც არ არის მოგვარებადი, მარტივი იყო ძალიან. უბრალოდ, ეს უფრო ინტრიგებში და ჭორაობაში გადაიზარდა. საქმის მოგვარების სურვილი უფრო ნაკლებად ჩანს.

  • როგორ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი... პირადად ჩემთან პრეტენზია იყო სველ წერტილზე. ამ სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს.

ახალი სივრცეა, ეს არის კოკა-კოლას ქარხანა, რომელშიც ადამიანები მუშაობდნენ აგვისტომდე (საუბარია სივრცეზე, სადაც მოდის კვირეული გაიმართა) და ამიტომ, იქ არ არის ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ხალხს წარმოუდგენია. მოდელებს ჰქონდათ საშუალება, რომ ესარგებლათ ჩვენი ოფისის სველი წერტილებით, რომელიც ძალიან ახლოს არის გადასაღებ მოედანთან.

ეს სველ წერტილს რაც შეეხება და დანარჩენი, იქ არის ჩამონათვალი - ანაზღაურება, ჰონორარი, რომელიც ჩვენ არ გვეხება და არასდროს არ გვეხებოდა და კვება, რომელსაც უკვე რამდენიმე სეზონია, ჩვენ არ უზრუნველვყოფდით“, - ამბობს ჭყონია.

ცნობისთვის, ქართველი მოდელების ნაწილმა, მათ შორის, მარიშა ურუშაძემ და თაკო ნაცვლიშვილმა მოდის კვირეულზე გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს.

"ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის, უბრალოდ, ჰობი, ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ - წერდა "ინსტაგრამზე" თაკო ნაცვლიშვილი.

ნახეთ ვიდეო:

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?