ავტორი:

ისრაელში დამატებით 9 000 რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს

ისრაელში დამატებით 9 000 რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი ვითარების შეფასების შედეგად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ცახალს უფლება მისცა, გამოაცხადოს 9 000 რეზერვისტის მობილიზაცია, რომელიც არსებულს - 7 000-ს დაემატება. ამის შესახებ ებრაული მედია იუწყება.

მობილიზაცია მოხდება იმ რეზერვისტებს შორის, რომლებიც საბრძოლო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში არიან, რომლებიც მონაწილეობენ ოპერაციაში "კედლების მცველი".

მედიის ინფორმაციით, რეზერვისტების გადამისამართება სწრაფი სამსახურის ქვედანაყოფების პოზიციებზე მოხდება, რომელთა გადაყვანა ღაზის სექტორისკენ იგეგმება.

"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი

გროვდება ჯარი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის მოსამზადებლად - რას გეგმა აქვთ ისრაელის თავდაცვის ძალებში?

"დაბომბილია "ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები