Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 378, აჭარაში - 518, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 6, იმერეთში - 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 660 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 233 პირი, აჭარაში - 1 599, იმერეთში - 1 719.