ავტორი:

"გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით" - იაგო ხვიჩია

"გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით" - იაგო ხვიჩია

"გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით, კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიზანი შერიგება იქნება, რადგან ამისთვის მხოლოდ 20 ივნისის ამნისტია არ არის საკმარისი და უფრო შორს წასვლაა საჭირო.

"ჩვენ, "გირჩს" გვაქვს ინიციატივა და გვინდა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვოთ მხარდაჭერა. ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და შევიტანთ ორშაბათს.

გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის "ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპოექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავსს მოვამზადებთ ამ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში.

შერიგებისთვის აუცილებელია უფრო შორს წავიდეთ და მოვაწესრიგოთ ასეთივე სულისკვეთებით ის თარიღებიც, რომელიც ასევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას. ეს უნდა დავამთავროთ ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით, რაც რეალურად არის პრობლემა ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა ხვიჩიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად" - იაგო ხვიჩია

"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ