"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს „ფართო გაგებით მოიტყუა“.
"გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყუილი იყო. ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”,- აღნიშნავს კობახიძე და არ აკონკრეტებს, თუ რა მოიტყუა გახარიამ 17-18 თებერვალს.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.