ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიჩნევს, თუ არა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას არჩევნებში რეალურ კონკურენტად.
მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნების დამაჯერებლად მოგებაა.
"ეს ყველაფერი ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლებაა. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება და ამისთვის ვართ მათ შორის დღეს შეკრებილები“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიულ აქტივთან შეხვედრას მართავს.