ავტორი:

ექიმის განცხადებით, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

ექიმის განცხადებით, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

უკიდურესად მძიმე რჩება გორში, გვიან საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულს კლინიკა "გორმედში" წუხელ, გვიან ღამითვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტი სტაციონარში პოლიტრავმით შეიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში.

ექიმების ინფორმაციით, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, დაშავებულის მდგომარეობა მძიმე რჩება.

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა ქვეითმა. მიღებული დაზიანებების შედეგად, 18 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მშობლების სურვილის საფუძველზე კიდევ 5-მა ბავშვმა დატოვა

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით