ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც პირველი ვეზირობისთვის იბრძვის და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს - ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ადგილი აქვს ვეზირთა ბრძოლას სამეფო კარზე პირველობისთვის.
„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, რომ სწორედ ის გახდეს პირველი. გახარიას ჩათვლით „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე. ეს იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ. გუშინ, ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც პირველი ვეზირობისთვის ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის დღეის მდგომარეობით ირაკლი კობახიძე,“ - განაცხადა ვაშაძემ.