"ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება“ არჩევნებზე "გავა ძალიან ძლიერად“.
"ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს ყველას გადაეცით, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"არ მინდა ამ თემებზე გავაკეთო კომენტარი იმიტომ, რომ ორიენტირებული ვარ საქმის კეთებაზე. არ მინდა არც სხვების ნეპოტიზმზე საუბარი, არც სხვების კორუფციაზე საუბარი, მინდა მხოლოდ საქმეზე ველაპარაკო ჩემს ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.