ავტორი:

"კომენდანტის საათი", სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება..." - თენგიზ ცერცვაძე

"კომენდანტის საათი", სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება..." - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ე.წ. კომენდანტის საათი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება.

"მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები.

ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება და ბოდიში საზოგადოებას