ავტორი:

როდიდან გაუქმდება ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ?

როდიდან გაუქმდება ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ?

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა, შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოიხსნება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე