ავტორი:

"ქართული ოცნება" - 32% , "ნაციონალურ მოძრაობა" - 23%, გახარიას პარტია - 8% - როგორია IPSOS-ის კვლევის შედეგები?

"ქართული ოცნება" - 32% , "ნაციონალურ მოძრაობა" - 23%, გახარიას პარტია - 8% - როგორია IPSOS-ის კვლევის შედეგები?

ტელეკომპანია „მთავარი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%

"ევროპული საქართველო" - 3%

"ლეიბორისტული პარტია" - 3%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3%

"ლელო საქართველოსთვის" - 2%

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%

"მოქალაქეები" - 2%

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%

"დროა" - 1%

"გირჩი" - 1%

"ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%

სხვა - 2%

უარი პასუხზე - 11%

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა" - გიორგი გახარია

"თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს - ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით" - პრემიერი ოპოზიციას