ავტორი:

ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" კვირეული უნდა გაიხსნას, ღონისძიების მოწინააღმდეგე 11 პირია დაკავებული

ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" კვირეული უნდა გაიხსნას, ღონისძიების მოწინააღმდეგე 11 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება მიმდინარეობს, კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მივიდნენ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფები. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სამართალდამცველებს და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 16 წლამდე ასაკის ბავშვს გაეკიდნენ, რომელსაც გრძელი თმა ჰქონდა - რა ხდება ბაზალეთის ქუჩაზე

თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს - "მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა"

ძალადობის არაერთი ფაქტი და ჯერ არც ერთი დაკავებული მოძალადე - რა განცხადებას ავრცელებს შსს