ავტორი:

"საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს" - დევიდ კრემერი

"საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს" - დევიდ კრემერი

საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრემერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მისი შეფასებით, "საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა".

"არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს (მომხდარს). ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრემერი და დასძენს: „ჩვენ (შეერთებულ შტატებში) უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე