ავტორი:

"სალაპარაკო არაფერია, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს!" - "ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობა სხდომას მართავს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

"სალაპარაკო არაფერია, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს!" - "ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობა სხდომას მართავს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის მანქანებით მას შემდეგ გაიყვანეს, რაც ჯერ ოფისში შესვლა, შემდეგ კი შენობისთვის წითელი საღებავების შესხმა სცადეს.

„ოცნების“ ოფისთან რჩებიან პოლიტიკოსები - ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

„ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური ნიკა მელიას მისვლას მოჰყვა. ნიკა მელია ოფისში შესვლას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალებას არ მისცა.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს შევიდეს "ქართული ოცნების" ოფისში.

მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა დასრულდეს.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგეს.

„აქ სალაპარაკო ნაკლებია. მოვედით მე და ელენე და ვაპირებთ შესვლას. ეს არ არის ხელისუფლება. მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ სიკვდილის ბრიგადა ან მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ეტაპზე. მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და ყველანი, სადაც არ უნდა ვიყოთ - თბილისიდან გასული და ა.შ., ვბრუნდებით თბილისში და მთელი თბილისი გამოდის რუსთაველზე დღეს, 6 საათზე. ასევე უნდა მოვიდნენ აქ, მოძალადეების ოფისთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"შსს-მ მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, "ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო" - ნიკა მელია

"ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი

live - ეთერშია "პოლიტნიუსის" სპეციალური გამოშვება