ავტორი:

"ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში, 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა" - კარლ ჰარცელი ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში, 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა" - კარლ ჰარცელი ოპერატორის გარდაცვალებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ელჩი უმსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

„დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.

მიუხედვად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, - წერია განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"