ავტორი:

"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებს და ლგბტ პრაიდის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება.

"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის ნებისმიერი სხვა სახის ლოკაცია არსებობს. პოლიციამ ლგბტ თემს სხვა ლოკაცია შესთავაზა.

პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ესაა ჩვენი მოსახლეობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამას უნდა დავემორჩილოთ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი