პარლამენტის წინ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სცენაზე იმ მედიის წარმომადგენლების სახელები და გვარები წაიკითხა, ვინც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდნენ.
დაშავებული მედიის წარმომადგენელების სახელის და გვარის გაჟღერებას პარლამენტის წინ შეკრებილი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
ისინი ამ ფორმით მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.