აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან არიან შეკრებილები შენობას კვერცხები დაუშინეს.
ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ პოლიციელებმა ინვენტარი წაართვეს, რისი საშუალებითაც ისინი პერფორმანსის მოწყობას აპირებდნენ.
ამ წუთებში ადგილზე სიტუაცია კვალვ დაძაბულია.