ავტორი:

"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი

"გომელაური უნდა გადადგეს... მივმართავთ მათ ამ მოწოდებით - ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს" - სალომე სამადაშვილი

ყველა თანხმდება, რომ გომელაური არის უშუალო პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 5 ივლისს - გომელაური უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ეს არის ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ძალიან მწვავე მოსმენა იქნება.

"დღეს სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორ არის პირდაპირ პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავებულია 5 ივლისს და მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება მაშინ, როცა არ უჭირს საპოლიციო ძალების ორგანიზება, როცა ცარიელი "ქართული ოცნების" ოფისია დასაცავი და რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს და ჩვენი პოზიციაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, მივმართავთ მათ ამ მოწოდებით და გვექნება არაერთი კითხვა. "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი გამოუძიებია 9 წლის მანძილზე. ეს ხელისუფლება არის რეკორდსმენი გამოუძიებელი საქმეების. მათ დაიბარეს მოძალადეების ორგანიზატორები, რადგან ეს იყო მოთხოვნა დასავლელი პარტნიორების და ამის საპასუხოდ შექმნეს ილუზია, რომ თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, მათ ახლა აქვთ იმედი, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და არავის პასუხი არ მოეთხოვება. საკუთარ თავს გომელაური და ღარიბაშვილი პასუხს ვერ მოსთხოვენ ცხადია", - განაცხადა სამადაშვილმა.

"მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში" - ღარიბაშვილი

"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი