ავტორი:

ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა

ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა. გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს შს მინისტრთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გომელაურის მოსმენის დასრულებამდე პარლამენტთან დარჩებიან.

ამასთან, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შს მინისტრი პარლამენტში არა სამთავრობო, მსუბუქი ავტომანქანით, არამედ „დაბურულშუშებიანი მინივენით მიიყვანეს“.

„მინივენით მოიყვანეს, რომ ვერ გვეცნო. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას ჩვენი ეშინია“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

"შეშინებული შს მინისტრი ჯერ შემოიპარა პარლამენტში განსხვავებული ტრანსპორტით, შემდეგ კი შეშინებული და მალულად, გაიპარა სხდომათა დარბაზიდან" - ბოკუჩავა

"ნაცმოძრაობის" მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე არავის ესაუბრა - მიხეილ სარჯველაძე

"ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა, "ოცნება" და მინისტრი გაექცნენ კითხვებს, მათ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის" - მამუკა ხაზარაძე