ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა უკვე დასრულდა და პოლიტიკოსებმა მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთეს.
"ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არამედ არ დაიცავა ჟურნალისტები. მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ.
ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში "ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. მიშელის დოკუმენტის შესრულება არ უნდა "ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკაშვირის მხრიდან.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არამედ არ დაიცვა ჟურნალისტები. ამიტომ ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე. არ უნდა მივცეთ "ოცნებას“ შესაძლებლობა, რომ გადაუხვიოს ევროკაშვირისკენ ინტეგრაციის პროცესს. მიშელმა თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ", - განაცხადა ვაშაძემ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრა ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ შორის, ისაუბრეს შარლ მიშელის დოკუმენტის შეფერხებულ იმპლემენტაციაზე.
"შეხვედრაზე ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროპა გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას და ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონალური გამოწვევების ფონზე.
ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასა და მისი შესრულების პროცესს. იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს "ქართული ოცნება“ შეთანხმებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში.
ასევე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასმოსამართლე წევრების დანიშნვა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადადებულია, ასევე, გადაიდო ძალაუფლების გადანაწილების შესახებ შეთანხმების მუხლის იმპლემენტაცია. ასე რომ, გვქონდა ძალიან კარგი, კონსტრუქციული საუბარი. პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, იმისთვის, რომ შეთანხება, რომელსაც საქართველოს მომავლის საგზაო რუკა ჰქვია, განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონული გამოწვევების ფონზე ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამ შეთანხმებიდან არ დაუშვას გადახვევა. ამ შეთანხმებიდან გადახვევა საფრთხეში აგდებს ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების კეთილდღეობას იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ, საბოლოონ ჯამში, "ქართული ოცნება“ იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმების გათვალისწინებული."
"მარტივი შეხვედრა იყო. ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო. გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს სინამდვილეში შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე“ და "ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო."
"თუ უახლოეს მომავალში მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი გადაიხედება.
ჩვენ გვქონდა ვრცელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რამხელა გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში განვითარდა 5 ივლისს. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის არა მხოლოდ ჩვენი საგრძნობლად უკან დახევა ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას.
ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის საფუძველი და ქვაკუთხედი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის ქვეყანაში ვადამდელი არჩევნევის გზით ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ გვქონდა საუბარი პრობლემებზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და დარწმუნებული ვარ, უახლოს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როდესად ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა, შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ მოწოდება, რომ ამ დოკუმენტს სასურველია შეუერთდდეს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ამიტომ მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ მათ, ვისაც სურთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას."
"ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმას, რომ როდესაც ეს შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა და პოლიტიკურმა პარტიებმა ამას ხელის მოაწერეს, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულებულიყო და რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო. ზუსტად, სამი თვის თავზე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზაცია დასრულებული არ არის, რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის და ეს პროცესები კიდევ უფრო და უფრო მეტად რადიკალურ ხასიათს იძენს.
განსაკუთრებით, ვგულისხმობ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი პარტიის სახელით ყურადღება გავამახვილეთ მმართველი ძალის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობაზე და მთავარი აქცენტი რაც დავსვით იყო ის, რომ პირდაპირ შავით თეთრზე ამ დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოში ყველა დანიშვნა უნდა გაჩერდეს, არამხოლოდ მანამ, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდება, არამედ სანამ იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება არ დაიწყება.
ამიტომ შარლ მიშელთან ამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, რაც შეიძლება სწრაფად, შეთანხმების შესრულების მიზნებისთვის დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელიც შეთანხმებაში წერია. ვისაუბრეთ ასევე იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. 2/3-თან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში გავლენის ჯგუფების შესუსტების მიზანს ემსახურება და რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. ვთხოვეთ ოპოზიციას და შარლ მიშელს ამ ინიციატივის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ აიღო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოქალაქეები ვერ დაიცვა ძალადობისგან და თავისი საბაზისო ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაგიცვათ ჟურნალისტები, ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება თანამოქალაქეების ძალადობისგან დაცვის."
"შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს. ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს, ისევე როგორც ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, -
კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო. ჩვენ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ასევე, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ნიშნული საქართველოში არსებულ მძიმე მოცემულობასთან. მთელი ოპოზიციის ერთობლივი გზავნილი იყო 5 ივლისის მოვლენები, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოში, მათ შორის ჩვენ ვუთხრით, რომ ეს არ ეხება კონკრეტულ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ კრიზისს, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ასპექტები.
ჩვენ შევეხეთ ჟურნალისტების მძიმე მდგომარეობას, "ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას. შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, რომ დაეცვა ადამიანები 5 ივლისს და ამასთან დაკავშირებით ის დიდ შეშფოთებას გამოხატავს და ასევე ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით.
ჩემი გზავნილი მისადმი იყო ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა. მისი გზავნილები იყო მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის საჯარო განცხადებაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სერიოზული გზავნილები გაკეთდება."