ოდესმე გიფიქრიათ, თუ რატომ კითხულობთ? კითხვა დასვენებასა თუ ჩაძინებაში გეხმარებათ? წიგნებით შეუფასებელ ცოდნას იძენთ?.. სანამ თქვენ ზუსტ პასუხს მიაგნებთ შეკითხვაზე: "რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს?“ ჩვენ იმ პრაქტიკული დანიშნულების უნარებს გაგაცნობთ, რომლებსაც კითხვა ავითარებს.მაგალითად, იცოდით, რომ კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს? გააგრძელეთ სტატიის კითხვა. გარწმუნებთ, კითხვისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდებიან, რომ თანამედროვე სამყაროში გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას სწორედ კითხვა წარმოადგენს.
დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ პრაქტიკული დანიშნულების უნარებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც კითხვა ავითარებს. ასე რომ, კითხვისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდებიან, რომ თანამედროვე სამყაროში გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას სწორედ კითხვა წარმოადგენს.
კითხვა აუმჯობესებს კოგნიტურ პროცესებს
კოგნიტური პროცესებით არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, მისი ცოდნად გარდაქმნა და საბოლოოდ − გამოყენება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კითხვა:
ინტელექტზე, განათლებაზე, თვითგანვითარების აუცილებლობაზე ცნობილი წარმატებული ადამიანები მუდმივად გვესაუბრებიან და თავიანთი მაგალითით მოტივაციას გვაძლევენ. აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელმაც თავის წიგნში "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები, მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გააანალიზა.
კითხვა აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას
დროა დაგარწმუნოთ, რომ კითხვა არამხოლოდ "სულიერი საზრდოა“. კვლევები აჩვენებს, რომ კითხვა:
სიამოვნებით გირჩევთ თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია "ბუკერის“ 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანს "გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“, რომელიც სულ ახლახანს თარგმნა და გამოსცა "პალიტრა L-მა“.
და ბოლოს, წიგნის კითხვა ზრდის ადამიანში ემპათიურობის დონეს
გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ...“ მართლაც, წიგნი არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის თვალით შეხედო წიგნისმიერ რეალობას. პერსონაჟების სულიერ სამყაროში მოგზაურობის შემდეგ ჩვენში თანაგრძნობის უნარი ძლიერდება. თანაგანცდის შეგრძნება ორმაგად გაგიმძაფრდებათ, თუკი ისეთ თრილერს კითხულობთ, როგორიც ა. ჯ. ფინის ცნობილი რომანი "ქალი სარკეშია“. შეუძლებელია, თქვენც მასთან ერთად არ მოგიცვათ შიშმა, სასოწარკვეთამ და დიდმა ინტრიგამ.
ისევ და ისევ კითხვის პრაქტიკულ დანიშნულებას რომ დავუბრუნდეთ, ემპათიის უნარის მქონე ადამიანები უფრო მიმზიდველები და სასურველები არიან.
ამ ყველაფრის შემდეგ... რაღას უცდი?