ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი სოციალურ ქსელში ოლიმპიური სოფლიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო, მოცურავე მარიამ იმნაძე ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს:
"ერთი სამწუხარო ინფორმაცია მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს.
ყველაფერი ვცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია.სამწუხაროდ მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას", - ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი