ავტორი:

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოს დაპირისპირებებით გაგრძელდა. ლაშა შავდათუაშვილმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა!

შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და დამატებით დროში გადავიდა.ლაშა პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელს არტურ მარგელიდონს კი დამატებით დროში, იპონით აჯობა.

მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა.