ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს წერილს, რომელიც ექომს 13 წლის მოზარდმა მისწერა:
"ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ (13წლის მოზარდი):
გამარჯობათ, ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვივაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში. დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ - ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის... თქვენი დიდი იმედი მაქვს. პატივისცემით, მადლობა!"