ავტორი:

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიაში 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 7 ობიექტში კი ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიაში 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, 7 ობიექტში კი ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიაში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო 7 ობიექტში ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

"მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების ფაქტები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 742 - ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება), ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა სააგენტოს ზედამხედველობით.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.