ავტორი:

ორი პროცედურა, რომელიც ზაფხულში კანს გამოშრობისა და დაბერებისგან დაიცავს

ორი პროცედურა, რომელიც ზაფხულში კანს გამოშრობისა და დაბერებისგან დაიცავს

ბუნებრივობა – ეს უკანასკნელი პერიოდის სილამაზის სტანდარტია. დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კანს, ერთი შეხედვით, უფრო გლუვს და ლამაზს ხდის, მოდური აღარ არის. ახლა მთავარი აქცენტი ბუნებრივ სილამაზეზე კეთდება. ესთეტიკური ცენტრებიც მაქსიმალურად ცდილობენ, მომხმარებლებს შესთავაზონ სერვისები, რომლებიც მათ ბუნებრივად ლამაზ და გლუვ კანს შესძენს. ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით მოწინავე ესთეტიკური კლინიკა არის „ნეო–ნეო“, რომელიც მუმდივად ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ნერგავს. „ნეო–ნეოს“ თითოეულმა მომხმარებელმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოუაროს კანს, რომ თავიდან აირიდოს გამოშრობა, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.

როგორც „ნეო–ნეოში“ განმარტავენ, კანს განსაკუთრებული მოვლა ზაფხულში სჭირდება, რადგან მცხუნვარე მზე კანისთვის არაერთი პრობლემის მომტანია. სწორედ ამ დროს შრება კანი და ჩნდება პიგმენტური ნაოჭები. გამომშრალი კანი კი კიდევ უფრო მეტად არის მიდრეკილი ნაოჭებისკენ. სწორედ ამიტომ მსოფლიოს წამყვანი დემატოლოგების რეკომენდაციაა, რომ ზაფხულის პერიოდში ჩაიტაროთ ინექციური პროცედურები. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ნაადრევი დაბერებისგან თავი დაიცვათ. თუმცა ამის შესახებ დღეს ბევრმა არ იცის და თვლის, რომ ზაფხულში კანის მოვლის პროცედურები შედარებით უნდა შემსუბუქდეს და ინექციური პროცედურები შემოდგომა–ზამთრის პერიოდში უნდა ჩატარდეს. რეალურად ასეთი საქციელით თქვენს თავს დამატებით პრობლემებს შეუქმნით. რადგან ზაფხულში ზედმეტად გამომშრალი კანის შემოდგომაზე სათანადოდ მოვლა–დატენიანება, ბუნებრივად ლამაზი ელფერის დაბრუნება საკმაოდ გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ინექციური პროცედურები ზაფხულშივე ჩაიტაროთ.

კლინიკა „ნეო–ნეო“ გირჩევთ ორ პროცედურას, რომელიც ზაფხულის ცხელ პერიოდში თქვენი კანისთვის აუცილებელია:

ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია, პირდაპირი თარგმანით ბიორევიტალიზაცია «გაცოცხლებას» ნიშნავს. ის ინექციურ მეთოდს წარმოადგენს, კანის ღრმა დერმალურ შრეში, მრავლობითი მიკროინექციის გზით, შედის ჰიალურონის მჟავა, რის შედეგად კანის სტრუქტურა ჯანსაღდება, მკვრივდება, ტენიანდება, კანი ხდება ელასტიური, უმჯობესდება ფერი, სწორდება წვრილი ნაოჭები. პროცედურა ტარდება ნებისმიერ ადგილას: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები და თვალის გარშემო.

რედერმარიზაცია საქართველოში ინოვაციური მომსახურებაა, რომელსაც მომხმარებლებს „ნეო–ნეო“ სთავაზობს. ის უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. რედერმარიზაცია ბიორევიტალიზაციის უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული ვარიანტია. რადგან ამ დროს კანში ინექციის სახით ჰიალურონის მჟავასთან ერთად ქარვის მჟავაც შედის. შედეგად, კანის სრულყოფილი დატენიანების პარალელურად, უჯრედშორის სივრცეებში მეტაბოლური პროცესები გაუმჯობესდება. ეს კი ნიშნავს, რომ კანი ბუნებრივად უფრო ლამაზი, მშვიდი, მოვლილი, დატენიანებული და ერთფეროვანი იქნება.

ხოლო კითხვაზე, თუ აღნიშნული ორი პროცედურიდან რომელი სჭირდება თქვენს კანს, „ნეო–ნეოს“ პროფესიონალი სპეციალისტები გიპასუხებენ. კანის ტიპისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო პროცედურის შერჩევა და ჩატარება მოხდება. დაუჯერეთ მათ რეკომენდაციებს, არ ჩამორჩეთ კლინიკის ახალ და ინოვაციურ შეთავაზებებს და თქვენი კანი ყოველთვის ბუნებრივად ლამაზი იქნება.