ავტორი:

ქვეყნის მასშტაბით გეგმური სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ოპერაციები, ჩერდება -  რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?

ქვეყნის მასშტაბით გეგმური სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ოპერაციები, ჩერდება -  რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, საავადმყოფოებმა ე.წ. გეგმური სერვისები შეაჩერდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრის ამ გადაწყვეტილებით მეტი საწოლი გამოთავისუფლდება Covid-19-ით ინფიცირებულებისთვის.

"ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამჟამად არსებულ დაწოლას უძლებს. რთულია, თუმცა, ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით, რესურსი ჯანდაცვის სისტემას აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გასულ წელს, პანდემიის გავრცელების პიკის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტრომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და ურგენტული (სასწრაფო, გადაუდებელი) სერვისების გარდა, საავადმყოფოებში გეგმური სერვისები გაჩერდა.

ქვეყნის მასშტაბით გეგმური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი დადგენილება ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსისი მეორე ტალღის პერიოდშიც გამოსცა.

"ამ დროს მნიშვნელოვანია საწოლფონდი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად და შესაბამისად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე. ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ იყოს ცდუნება ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ სურთ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.